Bestseller ალბომები ჰქმნიან შენს ცხოვრებას უკეთესს
- რეზი თარგამაძე
- Jun 14, 2018
- 4 min read

მუსიკის შექმნიდან დღემდე ძალიან ბევრ კარგ მუსიკოსს უცხოვრია ჩვენს პლანეტაზე, კარგი მუსიკოსი ყოველთვის ჰქმნიდა კარგ მუსიკას და ამ მუსიკამ ჩვენამდე ალბომების სახით მოაღწია. ამ ალბომებს შორის არის გამონაკლისებიც, რომლებმაც ყველა შესაძლო შესაძლებლობებს გადააჭარბეს. ისინი არიან ალბომები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და შეძლეს შეუძლებელი. მე მინდა დღეს შემოგთავაზოთ 5 ასეთი საუკეთესო ალბომი.
5) AC/DC - Back in Black

Back in Black არის ავსტრალიური როკ-ჯგუფ AC/DC-ს მეშვიდე ავსტრალიური და მეექვსე საერთაშორისო მასშტაბით გამოცემული სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1980 წლის 25 ივლისს. ეს არის AC/DC-ს პირველი დისკი, ჩაწერილი ბონ სკოტის გარეშე, რომელიც იმავე წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა.
ყველა სიმღერის ავტორები არიან ანგუს იანგი, მალკოლმ იანგი და ბრაიან ჯონსონი. ალბომი შედგება შემდეგი ტრეკებისგან:
1.„Hells Bells“ 5:10
2.„Shoot to Thrill“ 5:17
3.„What Do You Do for Money Honey“ 3:33
4.„Given the Dog a Bone“ 3:30
5.„Let Me Put My Love Into You“ 4:16
6.„Back in Black“ 4:14
7.„You Shook Me All Night Long“ 3:30
8.„Have a Drink on Me“ 3:57
9.„Shake a Leg“ 4:06
10.„Rock and Roll Ain't Noise Pollution“ 4:15
Back in Black არის ერთ-ერთი ბესტსელერი ალბომი, რომლის გაყიდვებმა 22 მილიონ ასლს გადააჭარბეს. აშშ-ში იგი ყველაზე გაყიდვადი დისკების სიაში რიგით მეხუთეა.
4) Pink Floyd - The Wall

The Wall არის ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომი. გამოცემული ორმაგი ალბომის სახით 1979 წლის 30 ნოემბერს, იგი ასევე ადაპტირებული იქნა სასცენო შოუს და ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ სახით.
ისევე, როგორც ჯგუფის წინა სამი სტუდიური ალბომი, The Wall კონცეპტუალური ალბომია და განიხილავს საზოგადოებისგან გარიყვისა და პიროვნების გაუცხოების თემას. მისი ერთგვარი ჩანასახი გამოჩნდა ჯგუფის 1977 წლის ტურნეს In The Flesh პერიოდში. ჯგუფის ბას გიტარისტმა და ტექსტების ავტორმა როჯერ უოტერსმა იგრძნო ჯგუფის მსმენელისგან გაუცხოება. მან წარმოიდგინა კედელი, რომელსაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის აღმართავდა. ალბომი ერთგვარი როკ-ოპერის სახეს ატარებს, რომლის ცენტრალური პერსონაჟია პინკი, რომლის პროტოტიპია უოტერსი ან სიდ ბარეტი. პინკის ცხოვრება იწყება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მამის დაკარგვით და გრძელდება სკოლის მასწავლებლების მხრიდან ცუდი დამოკიდებულებით. ამის გარდა, უსიამოვნო ფაქტორებს წარმოადგენს ზედმეტად მზრუნველი დედა და საბოლოოდ, წარუმატებელი ქორწინება. ყოველი ამ მოვლენიდან იქცევა პინკის საზოგადოებისგან გარიყვის მორიგ მიზეზად, „აგურად“, რომელიც მეტაფორულ კედელს ემატება.
The Wall არის როკ-ოპერის ფორმის ნაწარმოები. მისი ძირითადი თემაა პიროვნების იზოლაცია საზოგადოებისგან, გამოხატული კედლის მეტაფორული სიმბოლოთი. ძირითადად ყველა სიმღერით წარმოდგენილია მოვლენების ქრონოლოგია. პინკის მამა მოკლულია მეორე მსოფლიო ომში. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში მკვეთრად მონაწილეობს ზედმეტად მზუნველი დედა, სკოლის მასწავლებლების მხრიდან უხეში მოპყრობა კი ნამდვილ კოშმარად აქცევს მის ცხოვრებას. ყოველი ასეთი მოვლენა იქცევა „კიდევ ერთ აგურად კედელში“. მომავალში პინკი როკ-ვარსკვლავი ხდება. წარუმატებელი ქორწინების ფონზე, იგი ნარკოტიკების ხშირი მომხმარებელია. ცოლთან ფიასკოს შემდეგ პინკი საბოლოოდ ასრულებს საკუთარ კედელს და განერიდება სამყაროს.
გამოცემისთანავე კომერციული წარმატების მომტანი ეს ალბომი იქცა 1980 წლის ერთ-ერთ გაყიდვად ჩანაწერად და 1999 წლისათვის აშშ-ში 11.5 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მისი 23 მილიონზე მეტი ასლი. ჟურნალმა „როლინგ სტოუნი“ The Wall შეიტანა სიის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი“ 87-ე პოზიციაზე.
3) Led Zeppelin - Led Zeppelin IV

Led Zeppelin IV არის ინგლისური მძიმე როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის მეოთხე სტუდიური ალბომი. ჯიმი პეიჯის პროდიუსერობით ეს ალბომი ჩაიწერა 1970 წლის დეკემბრიდან 1971 წლის მარტამდე, სხვადასხვა სტუდიაში, რომელთა შორის ვიქტორიანული ეპოქის ჰედლი გრეინჯი გამოირჩევა.
ჯგუფის 1970 წლის ალბომის Led Zeppelin III შემდეგ, რომელმაც კრიტიკოსთა შედარებით გულგრილი შეფასებები მიიღო, პეიჯმა გადაწყვიტა, რომ მეოთხე ალბომი უსათაურო იქნებოდა. ამ მიზეზით და გარეკანის დიზაინის გამო, რომელზეც ჯგუფის ყოველი წევრის სიმბოლო იყო გამოსახული, ალბომს უწოდებენ -ს, მეოთხე ალბომს, ოთხ სიმბოლოს, Untitled-ს, Runes-ს, The Hermit-ს და ZoSo-ს (ასე ეწოდება პეიჯის სიმბოლოსაც). უსათაურობის გარდა, ორიგინალურ გარეკანზე არ იყო წარმოდგენილი ჯგუფის სახელწოდებაც, ვინაიდან კოლექტივს პრესის მხრიდან ზედმეტი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად ანონიმურად
დარჩენა სურდა.
Led Zeppelin IV-ს კომერციული და კრიტიკული წარმატება ხვდა წილად. მასში შეტანილია ჯგუფის ცნობილი სიმღერები, რომელთა შორის აღსანიშნავია „Black Dog“, „Rock and Roll“, „Going to California“ და ლედ ზეპელინის ხელწერა, "Stairway to Heaven". ჩანაწერი შედის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში. იგი დღემდე 23 მილიონი ასლის ოდენობით იქნა გაყიდული. RIAA-ს მიერ მას მინიჭებული აქვს 23 გზის პლატინა. აშშ-ში იგი ყველა დროის გაყიდვადი ალბომების სიის მესამე პოზიციას იკავებს. სხვადასხვა ავტორი ალბომს ხშირად უთითებს როკის უდიდესი ალბომები სიებში.
2) Eagles - Their Greatest Hits (1971-1975)

Their Greatest Hits (1971–1975) არის ჯგუფ Eagles-ის სიმღერების 1976 წლის კრებული. 2009 წლისათვის მხოლოდ აშშ ტერიტორიაზე გაიყიდა მისი 29 მილიონი ასლი. იგი ითვლება ერთ-ერთ მსოფლიო ბესტსელერად. ასევე, მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მისი დამატებით 13 მილიონი ასლი.
ალბომში შესულია შემდეგი სინლგები:
1. Take It Easy – 3:32
2. Witchy Woman – 4:11
3. Lyin' Eyes – 6:22
4. Already Gone – 4:13
5. Desperado – 3:33
6. One of These Nights – 4:51
7. Tequila Sunrise – 2:52
8. Take It to the Limit – 4:48
9. Peaceful Easy Feeling – 4:18
10. Best of My Love – 4:35
1) Michael Jackson - Thriller

Thriller არის ამერიკელი მომღერალ მაიკლ ჯექსონის მეექვსე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1982 წლის 30 ნოემბერს, ლეიბლზე Epic Records. მასში ერთმანეთს ერწყმის რამდენიმე მუსიკალური ჟანრი, მელოდიები ხალისიანი და ნათელია, მაგრამ ტექსტები ბნელ თემებზეა - პარანოიასა და პარანორმალურ მოვლენებზე.
ალბომი იწერებოდა 750.000 დოლარის ხარჯით, ლოს-ანჯელესში, 1982 წლის აპრილში-ნოემბერში. დისკზე მუშაობდა პროდიუსერი კუინსი ჯონსი. აშშ-ში და ბრიტანეთში ახალმა სტუდიურმა დისკმა ჩარტების პირველი ადგილები დაიკავა. გამოსვლისთანავე გაიყიდა მისი მილიონი ასლი. ალბომის შვიდი სიმღერა გამოიცა სინგლების სახით, დისკმა მიიღო შვიდი გრემი (1984).
ალბომმა განამტკიცა ჯექსონის სტატუსი, როგორც საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო პოპ-მუსიკოსის და დაეხმარა რასული ბარიერების გარღვევაში, რომლებიც ტელევიზიაში სუფევდა. 2001 წელს გამოიცა ალბომის სპეციალური ვერსია, რომელშიც შეტანილი იქნა სიმღერების დემო ვერსიები და დამატებითი სიმღერა „Someone In the Dark“ (რომელიც ჟღერს სტივენ სპილბერგის ფილმში უცხოპლანეტელი. 2008 წელს გამოვიდა ალბომის საიუბილეო ვარიანტი Thriller 25, რომელიც შეიცავს ორიგინალური ალბომის სიმღერების რემიქსებს, ერთ გამოუცემელ სიმღერას და DVD დისკს.
Thriller როლინგ სტოუნი-ს მიერ 2003 წელს შეტანილი იქნა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში. იგი გამოცემულ იქნა 32 მილიონიანი ასლით.
Comments